შალუტაშვილი: რომ არ ყოფილიყო ფონდი “ქართუ”, თეატრალური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა პრატიკულად აღარ იქნებოდა

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი შალუტაშვილი, რეჟისორი დღეს სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც „ქართუს“ ქველმოქმედების თემას ეხება.

გიორგი შალუტაშვილი აცხადებს, რომ ზოგადად არ არის მკვეთრი განცხადების წინააღმდეგი, მაგრამ შეიძლებელია ნორმალურ ადამიანს არ ესმოდეს თუ რას საქმიანობს ეს ფონდი.

„ეს ის შემთხვევაა, როგორ უნდა მეცენატობდეს ყველა ბიზნესმენი და კომპანია. ეს სრულად მიღებული პრაქტიკაა დასავლეთში და როგორ შეიძლება სხვანაირად შეფასდეს ეს ქველმოქმედება. ერთმნიშვნელოვნად გეუბნებით, რომ ეს არის მისაბაძი ინიციატივა“.

რაც შეეხება ქართული კულტურისთვის გაკეთებულ ღვაწლს გიორგი შალუტაშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ არ ყოფილიყო ფონდი „ქართუ“, თეატრალური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა პრატიკულად აღარ იქნებოდა. უბრალოდ, თეატრები აღარ იარსებებდნენ. ოპერის თეატრით დაწყებული, რეგიონული თეატრებით გაგრძელებული ყველფერი ფონდ „ქართუს“ გაკეთებულია და თან რასაც ფონდი ეხება, ყველაფერი კეთდება ხარისხიანად“-აცხადებს შალუტაშვილი.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ასევე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას მოქალაქეებისთვის საბანკო დავალიანებების ჩამოწერის თაობაზე. იგი დარწმუნებულია, ეს არავითარი მოსყიდვა არ არის ეს. „ეს არის დახმარება, რომელზეც არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე მიდიოდი საუბარი.

„ნაციონალური მოძრაობის სამარცხვინო პროპაგანდაზე კომენტარი ზედმეტია. სამწუხაროდ, ეს არის ჯგუფი, რომელსაც ძალაუფლების გარდა არაფერი აინტერსებს. ხალხს ასეთი დახმარება გაეწია, მილიარდ ნახევარი ლარი ჩამოწერა გადახდისუუნარო მოქალაქებს და ამას როგორ შეიძლება ამას მოსყიდვა უწოდო. რა შუაშია არჩევნები, ფონდი მთელი თავისი არსებობის მანძილზე ქველმოქმედებითაა დაკავებული. რად უნდა ამას „ნაციონალი“ და რაციონალი, რაც ფონდმა „ქართუმ“ გააკეთა 600 ათას ადამიანის სასარგებლოდ და მათი პრობლემების მოსაგვარებლად.

არსებობს ბევრად უფრო მაღალი იდეალები, ვიდრე ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. ეს თემა უმადურობის კატეგორიაში გადის. კარგზე ყოველთვის კარგი უნდა ითქვას, ცუდზე კი ცუდი“-აცხადებს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად