ჟაკ შირაკის გარდაცვალების გამო, საფრანგეთში 30 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

საფრანგეთში ყოფილი პრეზიდენტის ჟაკ შირაკის გარდაცვალების გამო, 30 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ მოქმედმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოქალაქეებისადმი სიტყვით მიმართვისას განაცხადა. ჩანაწერი ელისეის სასახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ხუთშაბათს საღამოდან ყველას შეუძლია ელისეის სასახლეში მისვლა, რათა ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადონ. ჟაკ შირაკის საპატივსაცემოდ ცერემონია 30 სექტემბერს, შუადღისას  გაიმართება.

”ჩვენ, ფრანგები სახელმწიფო მოხელეს ვკარგავთ, რომელიც ისევე ძლიერად გვიყვარდა, როგორც მას ჩვენ”, – განაცხადა მაკრონმა.

ცნობისთვის, 26 სექტემბერს, 86 წლის ასაკში საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი გარდაიცვალა.

ჟაკ შირაკი – საფრანგეთის 22-ე პრეზიდენტი იყო. მას თანამდებობა 1995 წლიდან 2007 წლამდე ეკავა. თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, იგი ქვეყნის საკონსტიტუციო საბჭოს წევრი გახდა.

ჟაკ შირაკი  1977–1995 წლებში პარიზის მერი იყო, 1974-1976 და 1986-1988 წლებში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად