“შაჰდენიზის პროექტის მეორე ფაზა საქართველოს 2 მილიარდიან ინვესტიციას მოუტანს”

NULL

“შაჰდენიზის პროექტის მეორე ფაზა საქართველოს 2 მილიარდიან ინვესტიციას მოუტანს”,- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

“სულ ახლახანს დაიწყო შაჰდენიზის პროექტის მეორე ფაზა, რაც საქართველოს 2 მილიარდ აშშ დოლარის ინვესტიციას მოუტანს”,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პრესკონფერენციის დაწყებამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილმა ასევე, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასა და სხვა ინვესტიციების განხორციელების შესახებ განცხადებები გააკეთა.

“ინვესტიციების ზრდა ნიშნავს, რომ არსებობს ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წელს მილიარდ 272 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 39 პროცენტით აღემატება 2013 წლის წინასწარ მონაცემებს და 35 პროცენტით ამავე დაზუსტებულ მონაცემებს.

ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი უცხოური ინვესტიციების 21 პროცენტი შეადგინა. სულ ახლახანს დაიწყო შაჰდენიზის პროექტის მეორე ფაზა, რაც საქართველოს 2 მილიარდ აშშ დოლარის ინვესტიციას მოუტანს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად