სეულში კორონავირუსის გავრცელების გამო, ქუჩის განათებებს გათიშავენ

მაღაზიები, კინოთეატრები და სხვა დაწესებულებები სეულში საღამოს 21:00 საათის შემდეგ დაიხურება, ამის შესახებ სეულის მერმა განაცხადა. მისივე თქმით, ისტორიაში პირველად, საღამოობით ქალაქში გამორთვება ქუჩის განათება, წერს The Korea Herald.

შეზღუდვები ამოქმედდება შაბათს, 5 დეკემბერს. სეულის მერის განცხადებით, ქალაქი ძალიან საშიშ კრიზისს განიცდის და უბრალოდ უკან დახევის დრო არ არის.

“ხვალიდან სეული გაჩერდება საღამოს 21:00 საათზე”, – თქვა მან.

ახალი ზომების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს, ქალაქში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 295 ადამიანი (მთელ კორეაში კი – 629) შეადგინა.

შეზღუდვები დაწესებულია მაღაზიებზე, კინოთეატრებზე, სილამაზის სალონებზე, საოფისე შენობებზე. მათ გახსნა დილის 5 საათზე შეეძლებათ.

გარდა ამისა, საღამოს 9 საათის შემდეგ, ავტობუსებისა და მატარებლების რაოდენობა 30%-ით შემცირდება. საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები 7 დეკემბრიდან დაიწყებენ დისტანციურ სწავლებას.

COVID-19 შემთხვევების საერთო რაოდენობა კორეაში 37 ათასს უახლოვდება. დაახლოებით 550 ადამიანი გარდაიცვალა, 27 ათასი კი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად