სეულმა, რუსული თვითმფრინავის გამო გამაფრთხილებელი სროლა განახორციელა

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამშაბათს სამხრეთ კორეის სამხედრო თვითმფრინავებმა, რუსული სამხედრო თვითმფრინავის მანევრირებების გამო გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსელმა ბომბდამშენმა ორჯერ დაარღვია სამხრეთ კორეის საჰაერო ზონა. მათი თქმით, ორივე შემთხვევაში დარღვევამ 3-3 წუთს გასტანა.

ადგილობრივი სააგენტო კი აღნიშნავს, რომ რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევები ძალიან იშვიათია. ბოლო ასეთი შემთხვევა 20 ივნისს დაფიქსირდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით რუსულ მხარეს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...