“სეუ” – ფეხბურთის სამოყვარული გუნდი დიდი ამბიციებით

ფეხბურთის სამოყვარულო ლიგის გუნდი “სეუ” (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი) 2016 წელს ჩამოყალიბდა და იმავე წელს, უმაღლეს ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა. მოიგო რეგიონალური თასიც, სადაც 250-ზე მეტი გუნდი იღებდა მონაწილეობას.

2017 წელს სამოყვარულო გუნდმა უმაღლესი ლიგა მოიგო და წარმატებულ გამოსვლას მიმდინარე სეზონშიც აგრძელებს. 2018 წლის სეზონზე „სეუმ“ უმაღლესი ლიგის ჩემპიონობა, მის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა, მოიგო მერიის თასიც და რეგიონალურ თასზეც მშვენიერი სტარტი გამოუვიდა – გუნდმა 1/8 ფინალში კასპის გუნდი 5:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად „კავკასიას“ დაუპირისპირდება.

როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი, ამირან ცხომარია „აიპრესთან“ აცხადებს, მისი გუნდი წელსაც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

„ვფიქრობ, ჩემმა ბიჭებმა ღირსეულად მოიპოვეს ეს ტიტულები, მათ თავი არ დაზოგეს იმისათვის, რომ უმაღლეს ლიგაში და მერიის თასზეც უმაღლესი შედეგისათვის მიგვეღწია. ამისთვის დიდი მადლობა მათ. უკვე ჩავერთეთ რეგიონალურ თასზე და რა თქმა უნდა, იქაც უმაღლესი მიზნებისათვის ვიბრძოლებთ. უკვე დავამარცხეთ კასპის გუნდი და ¼ ფინალში გავედით. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო უნივერსიტეტ სეუს, მის რექტორს, ბატონ გია კავთელიშვილს და თვითმართველობის პრეზიდენტს, ირაკლი მეგრელიშვილს, ისინი ყველა წინაპირობას გვიქმნიან იმისთვის, რომ მივაღწიოთ უმაღლეს შედეგებს. ასევე დიდი მადლობა სამოყვარულო ფეხბურთის ლიგის ასოციაციას, იმისთვის, რომ საშუალებას გვაძლევენ, ვაკეთოთ ჩვენი საყვარელი საქმე, რომელსაც ფეხბურთის თამაში ჰქვია“, – განაცხადა ცხომარიამ.

ყოველი სეზონის ბოლოს, იმართება მეგადაჯილდოება, სადაც სეზონის საუკეთესო მოთამაშეებსა და მწვრთნელებს ასახელებენ. “სეუს” მონაგარი ასეთია:

2016 წელი

საუკეთესო ნახევარმცველი: სერგი მაჭარაშვილი (სეუ)
სეზონის საუკეთსო ფეხბურთელი: ოთო არველაძე (სეუ)
საუკეთესო მეკარე: გიორგი ცხვედიანი (სეუ)
წლის საუკეთესო მწვრთნელი: ამირან ცხომარია (სეუ).

2017 წელი

საუკეთესო მეკარე: ბექა იმნაძე (სეუ)
ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი: ლაშა სიგუნავა (სეუ)
უმაღლესი ლიგის საუკეთესო მწვრთნელი: ამირან ცხომარია (სეუ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად