სესიაშვილი: ტელეკომპანია “საქართველო” თავდაცვის უწყების ფულით ნაყიდი აპარატურით შევიდა “რუსთავი 2”-ის წილში

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ოპოზიციის მიერ თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს უპასუხა და განაცხადა, რომ ოპოზიცია თავის დროზე, ქვეყნის თავდაცვის უნარიანობისთვის მოპარული ფულით ეწევა პროპაგანდას ქვეყნის ჯარისკაცებისა და ქვეყნის სამხედრო ფილოსოფიის წინააღმდეგ.

​”​როცა ვსაუბრობთ კორუფციაზე, ჩაგვრის ელემენტებზე, სახელმწიფოს თუ აქვს რეაგირება, ეს ყველა ქვეყნის გამოწვევაა. როცა ხელისუფლება და სახელმწიფო სისტემა აწყობილია მთლიანად კორუფციულ სქემაზე, ეს არის საშიში და როცა გელაპარაკებით, იმიტომ გახსენებთ წარსულს, რომ თქვენი წარსული ემუქრება მომავალს.

თქვენი ყოფილი ლიდერი, მთავარასარდალი, ორი დღის წინ რომ გამოვიდა და ყველაფერზე თქვა, მე არაფერი არ ვიცოდიო, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც არაფერი არ იცოდით, რასაც მე ვლაპარაკობ.

გეუბნებით, რომ თქვენ ფულს იღებდით, რათა საპარლამენტო კონტროლი გაგეხორცილებინათ, უშიშროების საბჭოზე დაგებარებინათ ადამიანები და გეთქვათ, რომ თავდაცვის სამინისტროს 26 მილიონ 800 ათასი აჩუქეთ ტელეკომპანია “საქართველოს.”

იყიდეთ 24 საათიანი სარეკლამო დრო ზუსტად იმ ფასში, რომელიც იყო ბაზარზე. ჯერ კიდევ ეთერში არ იყო გასული, რომ გადართავდი არხზე, შიშინებდა და იმ რეკლამაშიც ფული გაქვთ გადახდილი. 26 მილიონ 800 ათასი გაქვთ გადახდილი ტელეკომპანია “საქართველოსთვის”.

რა ქნა ტელეკომპანია საქართველომ? ის მოქმედებდა “რუსთავი 2” – ის ტერიტორიაზე, 6 მილიონ 900 ათასი “რუსთავი 2” ს გადაუხადა მიწის ნაკვეთში და 2012 წელში რომ არჩევნები დამთავრდა, ტელეკომპანია “საქართველო” თავდაცვის სამინისტროს ფულით ნაყიდი აპარატურით შევიდა “რუსთავი 2″-ის წილში და გახდა 51%-ის მფლობელი.

თქვენ, ჯარისკაცებს, ოფიცრებს, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას ფული მოპარეთ. აქ რა ჩინურ ფეხსაცმელებზე მელაპარაკებით? დღეს, თქვენი მოპარული ფულით ეწევით პროპაგანდას, მათ შორის, ჩვენი ჯარისკაცების და ქვეყნის სამხედრო ფილოსოფიის წინააღმდეგ.”-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად