სესიაშვილი: სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სააკაშვილის რეჟიმი კლავდა, აწამებდა, მართლმსაჯულება არ არსებობდა

​პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ საქართველოში ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო შედგეს.​

“​დღეს სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე ვაზაგაშვილი საქართველოს წინააღმდეგ თქვა, რომ სააკაშვილის რეჟიმი კლავდა. დღეს სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე “გოგოლაძე საქართველოს წინააღმდეგ” თქვა, რომ სააკაშვილის რეჟიმი აწამებდა და მართლმსაჯულება არ არსებობდა. საქმეზე “რუსთავი2” საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლომ თქვა, ერთი მხრივ თქვა, რომ სააკშვილის რეჟიმმა ტელეკომპანია “რუსთავი2″ მიიტაცა და მეორე მხრივ – ქართულმა მართლმსაჯულებამ უმაღლესი ევროპული გამოცდა ჩააბარა და არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა, რაც არის, რა ტქმა უნდა, ქვეყნის წარმატება იმ ნაწილში, რომ საქართველოში მართლმსაჯულება შედგა და თავის მხრივ, კიდევ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ, რათა საქართველოში ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო იყოს”.

ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას სტრასბურგის სასამართლოს მიერ სამ საქმესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების შეფასებისას განაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...