სესიაშვილი: საიდუმლო შესყიდვები, წლების მიხედვით, პროცენტულად შემცირებულია

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის ნდობის ჯგუფს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საიდუმლო მუხლებზე და საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა.

 

დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრმა და ნდობის ჯგუფის წევრებმა მედიისთვის კომენტარები გააკეთეს.

ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საიდუმლო შესყიდვები, ზოგადად, წლების მიხედვით პროცენტულად შემცირებულია.

ჩვენი ხელისუფლების საფინანსო პოლიტიკა არის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე ბიუჯეტი გვქონდეს. ის შესყიდვები, რომელიც შეეხება საიდუმლო ნაწილს არის მცირე ნაწილი საერთო ბიუჯეტის და შეეხება მხოლოდ ისეთ შესყიდვებს, სადაც კანონმდებლობა ითხოვს მის გასაიდუმლოებას. ეს შეეხება შეიარაღების შესყიდვას, სპეცტექნიკას და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც შესყიდვის პროცესშია საიდუმლო, რათა პირი რომელიც განახორციელებს ასეთ შესყიდვას და მომსახურებას გაწევს მას ჰქონდეს დაშვება საიდუმლო ინფორმაციაზე. ჩვენ თითოეულ ასეთ შესყიდვასთან დაკავშირებით ვიღებთ როგორც წინასწარ ინფორმაციას, ასევე განხორციელებული შესყიდვის შემდგომ ვისმენთ შესაბამის ანგარიშს ყველა უწყებიდან და ვიღებთ ყველა დოკუმენტაციას. ამიტომ ნდობის ჯგუფისთვის საიდუმლო შესყიდვები არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და ძნელად წარმოსადგენია, რომ სახელმწიფო ან ხელისუფლების ინტერესებთან რაიმე კავშირი დავინახოთ, მაშინ როდესაც საუბარია ისეთ შესყიდვებზე, რომელიც უნდა მოხმარდეს ქვეყნის თავდაცვას და უსაფრთხოებას” განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად