სესიაშვილი რ2-ზე: მიუღებელია ადამიანური ტრაგედიით ყოველგვარი სპეკულირება

ამის შესახებ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე , “ქარუთი ოცნების” დეპუტატი, ირაკლი სესიაშვილის სოციალურ ქსელში წერს, სადაც ტელეკომპანია რუსთავი-2-ის მიერ, შაბათის კურიერის ანონსში, გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის – გ.ჯ.-შვილის შესახებ.

“პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო ოჯახის წევრებს შვილის გარდაცვალების გამო. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ მიუღებელია ყოველგვარი სპეკულირება ადამიანური ტრაგედიით. ყველა ხედავს, რომ გრძელდება ძველი “დამოუკიდებელი” სარედაქციო პოლიტიკა.,-წერს საპარალმენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი.

შეგახსენებთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ტელეკომპანია რუსთავი-2-ის მიერ, შაბათის კურიერის ანონსში, გავრცელდა ცრუ ინფორმაცია 24 ივლისს გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის – გ.ჯ.-შვილის შესახებ. ანონსში ითქვა, თითქოს პატიმარი გლდანის ციხეში „აწამეს“, „თავი აქვს გადახსნილი“ და სხვ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად