სესიაშვილი: პიკეტირების არავის ეშინია, თუ მათ 2 ლარიან ბოქლომებს ვუყურებთ, ეს ჩვენი თმენის ვალდებულების საკითხია

პიკეტირების არავის ეშინია, თუ მათ 2-ლარიან ბოქლომებს ვუყურებთ, ეს ჩვენი თმენის ვალდებულების საკითხია”,-ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

“საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციას დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს

“პიკეტირების, ბოიკოტის არავის არ ეშინია, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ვისთან გვაქვს საქმე. ჩვენ თუ მათ 2 ლარიან ბოქლომებს ვუყურებთ ეს არის ჩვენი თმენის ვალდებულების საკითხი და ის რომ საზოგადოებას ვცეთ პატივი, კონფრონტაციაში არ შევიდეთ, რაც მაგათ უნდათ.

გაკოტრებულები არიან პოლიტიკურად და ერთადერთი საშუალება არის რომ დესტრუქციული ქმედებების პირობებში საზოგადოების გარკვეული აღშფოთება გამოიწვიონ, რაც არ გამოუვათ. თქვენ ხედავთ, რომ უმრავლესობა საზოგადოების პატივისცემით მოქმედებს.

ერთადერთი მე პირადად რაც მაღელვებს, ეს არის პოლიციელები, რომლებსაც ვაწუხებთ, ვაცდენთ ძირითად საქმეს, რაც არის მართლწესრიგის დაცვა და მათ უწევთ პოლიტიკურ პროცესებში დესტრუქციის წინააღმდეგ მოქმედება,”- განაცხადა სესიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად