სესიაშვილი: პარლამენტში მინისტრების მოსმენა უფრო მეტად შინაარსზე უნდა იყოს ორიენტირებული, ვიდრე ფორმაზე

ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მოთხოვნას, რეგლამენტის დარღვევის გამო ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.

„თუ რეგლამენტის მთავარი არის, რომ მთავრობა ანგარიშვალდებული იყოს პარლამენტის წინაშე, მთავრობა ამ ნაწილში საკუთარ ვალდებულებას ასრულებს, ფინანსთა მინისტრი პარლამენტში რამდენიმე დღის წინ წარდგა. თუ ფორმაზე ვსაუბრობთ, რეგლამენტის მიხედვით, ნებისმიერ ოპოზიციონერს უფლება აქვს, მინისტრის მისვლა კომიტეტის სხდომაზე მოითხოვოს და მაშინ, ეს ფორმა დარღვეულია. მირჩევნია, რომ ორიენტირებული ვიყოთ შინაარსზე. როცა მინისტრი აქ იყო, თუ რამე მნიშვნელოვანი კითხვა ჰქონდათ, დროულად უნდა გაჟღერებულიყო და არა ის, რომ კომიტეტის სხდომაზე მოსვლა მეორე დღეს მოეთხოვათ. საერთო ჯამში, ეს სურათი სასიამოვნო არ არის. დიალოგი ორიენტირებული უნდა იყოს ზომიერ შეთანხმებაზე, რითაც არც რეგლამენტი უნდა დაირღვეს და არც შინაარსი უნდა დაზიანდეს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ:  ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი 24 თებერვალს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად