A1 ბანერი

სესიაშვილი ხურვალეთზე: პანიკის ხელოვნურად დათესვა აბსოლუტურად გაუმართლებელია

“პანიკის ხელოვნურად დათესვა აბსოლუტურად გაუმართლებელია ,რამდენადაც ეს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობაზე და მოსახლეობის სიმშვიდეზე უარყოფითად იმოქმედებს.’,-ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა, საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, ხურვალეთში შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები სიტუაციას აკონტროლებენ, შესაბამისად პანიკის საფუძველი არ არსებობს.

“პირველ რიგში თქვენ იცით,რომ გავრცელდა სახ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადება,რომელიც არ ადასტურებს,რომ ოკუპანტები გადმოვიდნენ საქართვბელოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამას ადასტურებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც, შესაბამისად, რა თქმა უნდა პანიკის საფუძველი არ უნდა იყოს.

ყველა შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ადგილზე მობილიზებულია და სიტუაციას აკონტროლებენ. მეც ვუერთდები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოწოდებას,რომ პანიკის ხელოვნურად დათესვა აბსოლუტურად გაუმართლებელია ,რამდენადაც ეს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობაზე და მოსახლეობის სიმშვიდეზე უარყოფითად იმოქმედებს.

და თუკი რაიმე ქმედება არის საჭირო , პირველ რიგში რა თქმა უნდა სახელმწიფო უწყებები განახორციელებენ. ამიტომ შემაშფოთებელია გარკვეული პირების მხრიდან პანიკის დათესვა ,რამდენადაც ეს უარყოფითად აისახება უსაფრთხოებაზე.”,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ცნობისთვის, როგორც “აიპრესს” სუს-ში განუცხადეს, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებული ონფორმაციის თანახმად, ხურვალეთში ბორდერიზაციის ახალი ნიშნები არ ფიქსირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...