სესიაშვილი ხაზარაძეზე: არ მახსოვს მისი მკაფიო და პრინციპული პოზიციები, როდესაც ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო

„მამუკა ხაზარაძეს არ მოეწონა ის პროცესი, რაც აბსოლუტურად კანონიერად მიმდინარეობს და ჰგონია, რომ მისი პოლიტიკაში შემოსვლა ინდულგენცია იქნება მის პირად პრობლემებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ხაზარაძის მიერ ე.წ. მუქარის წერილის დედანის პროკურატურაში მიტანას.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, ის, რომ ხაზარაძე მკაფიო პოზიციას არ აფიქსირებდა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ბანკებზე ზეწოლა ხორციელდებოდა და ახლა ხედავს ქვეყანაში დემოკრატიის პრობლემებს, აქ მისი დამოკიდებულება ჩანს.
„ზოგადად, როდესაც მამუკა ხაზარაძე საუბარს იწყებს, რომ სახელმწიფოებრიობა საფრთხის ქვეშ არის, მე არ მახსოვს მისი მკაფიო და პრინციპული პოზიციები მაშინ, როდესაც იგი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო და იმავე დროს, ბანკი „ქართუ“ და სხვა ბანკები ტერორის ქვეშ იყვნენ სააკაშვილის რეჟიმის დროს და ახლა ხედავს ამ ქვეყანაში დემოკრატიის პრობლემებს, აქ უკვე ჩანს მისი დამოკიდებულება. მას არ მოეწონა ის პროცესი, რაც ჩემი აზრით, აბსოლუტურად კანონიერად მიმდინარეობს და მას ჰგონია, რომ მისი პოლიტიკაში შემოსვლა იქნება ინდულგენცია მის პირად პრობლემებთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად