სესიაშვილი იზორიას: რატომ არ წაიყვანეთ ბოკუჩავა და არ გადააღებინეთ სელფი 482 ათას ლარიან “მერსედესთან”?

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში მყოფი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაადანაშაულა იმაში, რომ ოპოზიციასთან არ თანამშრომლობს.

​პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მთვარობის საათის” ფორმატში ლევან იზორიას მოხსენების შემდეგ დეპუტატები შეკითხვებს სვამენ, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელმა დეპუტატებმა ელენე სამადაშვილმა და თინა ბოკუჩავამ თავდაცვის მინისტრს მის უწყებაში არსებული კორუფციის შესახებ შეკითხვები დაუსვეს.

​”სალომემ თქვა, იდილია უნდა დაგირღვიოთო და ისაუბრა ფაქტზე, რომელიც ჩემთვის მართლა საინტერესოა და ამ კითხვას მეც ვუერთდები. გაუგონარი კორუფციაა თავდაცვის უწყებაშიო და თინა ბოკუჩავამაც სურათები ააფრიალა. დამელოდეთ ცოტა ხანს, ჩემი გამოსვლაც იქნება და იდილიას ნამდვილად დაგირღვევთ. მინისტრო, რატომ არ მუშაობთ ოპოზიციასთან, რატომ არ წაიყვანეთ მაგალითად, თინა ბოკუჩავა და არ გადააღებინეთ სელფი 482 ათას ლარიან “მერსედესთან” ერთად, სადაც ფლეისთეიშენია განთავსებული და მისი მინისტრები ერთობოდნენ? როგორც მათმა პრეზიდენტმა არ იცოდა არაფერი დანაშაულების შესახებ, არც ამათ იციან, ამას გულწრფელად გეუბნებით. სალომე სამადაშვილი დაპატიჟეთ და გააცანით დოკუმენტაცია, სადაც არის რეალური კორუფცია. თუმცა, ქალბატონი სალომე არ გახლავთ დარბაზში, ეტყობა “რუსთავის 2” ინტერვიუს აძლევს. ეს ის “რუსთავი 2″-ია, რომელიც სამწუხაროდ, ომის შემდგომ თავდაცვის სამინისტროს ფულით, ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების ფულით არის ნაყიდი. თინა ბოკუჩავაც წაიყვანეთ სამხედრო პოლიციაში და აჩვენეთ ის ოთახი, სადაც ადამიანებს აწამებდნენ, ის აპარატურაც ანახეთ. არ მუშაობთ ბატონო მინისტრო ოპოზიციასთან!”-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ლევან იზორიას მისამართით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...