სესიაშვილი: გახარიამ მნიშვნელოვან კითხვებს უპასუხა, ბევრს ეს არ მოეწონებოდა, რადგან სიმართლე მწარეა

“გახარიამ ყველა მნიშვნელოვან კითხვას პასუხი გასცა”,- ეს განცხადება, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

„მთავარი არის, საზოგადოება როგორ შეაფასებს და მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ გუშინ გახარიამ ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი გასცა და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებამ აღიქვა ის რეალობა, რასაც ადგილი ჰქონდა, ჩვენ ყველანი პირდაპირ ეთერში ვუყურებდით და მიიღო იმ კითხვებზე პასუხი, რაც შეიძლება გარკვეულ კითხვის ნიშნებს ტოვებდა.

ამიტომ, ცხადია, ბევრს ეს არ მოეწონებოდა, იმიტომ, რომ სიმართლე მწარე არის და სიმართლე არის ის, რომ როცა ძალადობის ესკალაციას ახდენს ეს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები – ენმ და მისთანები, შემდეგ გარბიან, იმალებიან და პასუხისმგებლობას გაურბიან და ერთ მოწოდებას აკეთებენ და არ მოუწოდებენ თავიანთ მომიტინგეებს, რომ შეწყვიტონ ძალადობა, ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ ეს იყო მათი გეგმა,“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...