სესიაშვილი: ჩვენი ქვეყანა მიაღწევს დეოკუპაციას და ამას, ვერც წითელი და ვერც სამფერადი რუსეთი ვერ აღუდგება წინ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველო მიაღწევს სანუკვარ თავისუფლებას, დეოკუპაციას და ამას ვერანაირი, ვერც წითელი და ვერც სამფერი რუსეთი წინ ვერ აღუდგება.

ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან განუცხადა და განმარტა, რომ საქართველოს მხარეზეა საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო საზოგადოება.

„ცხადია, ჩვენი ძალა მდგომარეობს ჩვენი ქვეყნის სიყვარულში, ამ გმირი იუნკერების სულში. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა მიაღწევს სანუკვარ თავისუფლებას, დეოკუპაციას და ამას ვერანაირი, ვერც წითელი და ვერც სამფერადი რუსეთი ვერ აღუდგება წინ. ვინაიდან, 21-ე საუკუნეა, ჩვენს მხარეზეა საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო საზოგადოება. პირველ რიგში, ჩვენ გვაძლიერებს ჩვენი ქართველი ხალხის, სამშობლოს სიყვარული და ბრძოლა ყოველთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად