სესიაშვილი: ჩემმა ფაქტორმა შეიძლება ბევრგან იმუშაოს, მაგრამ ამას ნეპოტიზმი არ უნდა დაარქვათ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, მისი შვილი, დავით სესიაშვილი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს და რომელთან დაკავშირებითაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" გუშინ ბრალდების შემცველი განცხადება გაავრცელა, 20 წლის არის და მეორე კურსის სტუდენტია. 

"განსხვავებულ აქცენტებში" საუბრისას ჟურნალისტმა სესიაშვილს აღნიშნულის გათვალისწინებით შესაძლო ნეპოტიზმზე დაუსვა კითხვა. როგორც სესიაშვილმა კვესიტაძეს მიმართა, ეს კითხვა მისი მხრიდან მორიგი პროპაგანდის მცდელობაა. 

"ჩემმა შვილმა დამოუკიდებლად გაიარა ყველა ეტაპი, სადაც აბსოლუტურად არ ჩავრეულვარ. მან გაიარა გასაუბრება თავად დაწერა განცხადება, დაწერა განცხადებები. ისიც კი არ ვიცი, რომელ დაწესებულებაში მუშაობს. რომელ შენობაშია ისიც კი არ ვიცი. რომ მუშაობს ნამდვილად ვიცი. მან მითხრა, რომ ამ არჩევანს აკეთებდა. სტაჟირებაზეც იყო მანამდე სხვადასხვა უწყებაში. კერძო, არასახელმწიფო უწყებებში მან გაიარა სტაჟირებებიც. თუ ამბობთ, რომ მე ჩავერიე და იმიტომ მიიღეს სამსახურში, ეს მორიგი პროპაგანდაა.

ჩემმა ფაქტორმა შეიძლება ძალიან ბევრ ურთიერთობაში იმუშაოს, ჩემს მეგობრებთან, ახლობლებთან, კეთილისმსურველებთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამას ნეპოტიზმი უნდა დაარქვათ. ეს თქვენ გინდათ, რომ დაარქვათ. ეს არის თქვენი პროპაგანდა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად