სესიაშვილი: კარგად გამოჩნდა, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ პოზიციები „ენმ“-ს და „ევროპულ საქართველოსთან“ არის კავშირში

ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს სტრსაბურგში, საქართველოს საკითხზე ჩაგდებული დეკლარაციის შეფასებისას განუცხადა და განმარტა, რომ რაც ევროპარლამენტში მოხდა, კარგად გამოჩნდა, – აქ არის „ევროპის სახალხო პარტიის“ პოზიციები, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოსთან“ არის კავშირში.

„რაც ევროპარლამენტში მოხდა, კარგად გამოჩნდა, რომ აქ არის „ევროპის სახალხო პარტიის“ პოზიციები, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოსთან“ არის კავშირში. წმინდა, პოლიტიკური, დისციპლინური წესით უდგებიან საკითხებს. ამ ყველაფერს საგანგაშოდ არ ვუყურებ, ვხედავ, როგორც პროცესს. პროცესში ჩვენი ვალდებულება გვაქვს, რომ სახელმწიფოს იმიჯი დავიცვათ, ჩვენი ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორე. ასე დავიცავით „რუსთავი 2“-თან მიმართებაში. ევროპარლამენტში გადაწყვეტილების მხარდაჭერა ან არდაჭერა, დამოკიდებულია პოლიტიკურ წარმომადგენლობაზე. თავიანთი პოლიტიკური დისციპლინა აქვთ. რა მოხდა? – ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ის მოხდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ სურდათ, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის, მათ შორის, ტყუილების გამოყენებით რეზოლუციაში ცვლილებები შეეტანა, რაც მიუღებელი იყო სახელმწიფოსთვის. ქვეყნის ინტერესი იყო, რომ მხარდაჭერილი ყოფილიყო, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, მაგრამ ოპონენტებმა პოლიტიკური მავნებლობა ჩაიდინეს. მათი ლობირებით „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებმა მონაწილეობა არ მიიღეს რეზოლუციის მხარდაჭერაში, რაც ცუდია ქვეყნისთვის. ეს არის სახე „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“. პოლიტიკური მავნებლობა იმაში მდგომარეობს, რომ როცა საქმე ეროვნულ ინტერესებს ეხება, ოპონენტები საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე ზრუნავენ და ქვეყნის იმიჯის შელახვას ტყუილებით ცდილობენ, მაგრამ ეს მათ შედეგს ვერ მოუტანს, რადგან ქვეყნის დემოკრატიას პარტნიორი ქვეყნები აფასებენ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად