სესიაშვილი: არაკორექტულად ვთქვი,როცა ვსაუბრობდი სულ რაღაც 14 ადამიანზე, საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმაპლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა

“დღეს, განცხადებების დროს, ვისაუბრე ძალადობის ესკალაციის დაწყების პირველ 2 საათზე. ვისაუბრე, რომ დაშავდა 100 პოლიციელი, ასევე – 14 სამოქალაქო პირი. ზოგიერთმა სააგენტომ, სამწუხაროდ, გაავრცელა ინფორმაცია და არ მიუთითა, რომ ამ შემთხვევაში პირველ 2 საათზე ვსაუბრობდი. თუმცა ასევე უნდა ითქვას, რომ ჩემი მხრიდან არაკორექტულად იქნა ნათქვამი, როდესაც ვსაუბრობდი სულ რაღაც 14 ადამიანზე. მინდა ამის გამო საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო. ჩემი სურვილი იყო ამ შემთხვევაში ხაზი გამესვა იმ გარემოებისათვის, რომ პოლიცია პირველ 2 საათში შეკავებით ღონიძიებას ახორციელებდა. თითოეული ჩვენი თანამოქალაქის, პოლიციელის თუ სამოქალაქო პირის ჯანმრთელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაოდენობას, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არა აქვს“,-განაცხადა სესიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...