სესიაშვილი აქციის მონაწილეებზე: ადამიანები არიან ქუჩაში, მე მათ თანავუგრძნობ

“რა გემო აქვს სპეცრაზმითა და რობოკოპებით გაწმენდილი გზით რომ შედიხართ და ატარებთ პარლამენტის ბიუროს სხდომებს აი, ამ ჩატარებული სხომის გემოს გაგება მინდა, იქნებ სიტყვებით გადმოგვცეთ” , – ასე მომართა ინგა გრიგოლიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ირაკლი სესიაშვილს “ტვ პირველის” პირდპირ ეთერში.

“ინგა, არანაირი კომფორტი არ არის, რა თქმა უნდა, თავად იყავით პოლიტიკოსი… როდესაც ადამიანები არიან ქუჩაში, რა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებაც არ უნდა ჰქონდეთ მათ, რა თქმა უნდა, ადამიანურად მე მათ თანავუგრძნობ. მე პირადად არაერთხელ შეიძლება ითქვას, ათეულობით წლები მიწევდა რუსთაველზე გაპროტესტება სხვადასხვა საკითხების. რაც შეეხება სპეცრაზმის იქ ყოფნას, ეს არის იმისთვის, რომ არ მოხდეს ძალადობა. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ დეპუტატებმა რომ გავიაროთ რუსთაველზე, იქნება გარკვეული დაპირისპირებები”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად