სესიაშვილი: 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა თავი დაიხსნა ბოროტებისგან

ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ „ქართული ოცნების“ შვიდწლიანი მმართველობის შფასებისას განაცხადა.

“ჩვენ მიზანმიმართული, ბოროტი იდეოლოგიისა და პოლიტიკიდან გადმოვედით იმ სივრცეში, სადაც მთავარი ორიენტირი არის ადამიანი. ჰუმანური მიდგომა ჩვენი მთავარი მონაპოვარია. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა გამარჯვება მოიპოვა ნიშნავს, რომ თავი დაიხსნეს ბოროტებისგან. ჩვენს ოპონენტებს დღესაც უნდათ ხალხი იყოს უფრო მძიმე მდგომარეობაში, რომ ამით მათი პოლიტიკური შანსები გაიზარდოს” – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა

მისი თქმით, მაშინ როდესაც სააკაშვილი მართავდა ქვეყანას სოციალური საკითხს ფაქტიურად არ ჰქონდა აქტუალიზაცია, რამდენადაც მთავარი პრობლემა იყო რომ ადამიანის სიცოცხლე გადაერჩინა, გადარჩენილიყავი ძალადობას, წამებას, ზეწოლას, განადგურებას, ქონების წართმევას.

“ადამიანებს თვითგადარჩენის სურვილი ჰქონდათ”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.​

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად