სეს: აგრარული ბაზრების შემოწმება აქტიურად მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს. ბაზრებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, ტემპერატურული რეჟიმის, ეტიკეტირების, შენახვის პირობებისა და ვადების შემოწმების მიზნით, მიმდინარე წელს ჩატარდა 100 სახელმწიფო კონტროლი, მათ შორის, ინსპექტირება და დოკუმენტური შემოწმება.

სხვადასხვა დარღვევისთვის 37-მდე ობიექტი დაჯარიმდა, მათგან 7 ბიზნესოპერატორს კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა, თუმცა, სააგენტოს მითითების შესრულების შემდეგ, მათ უკვე აღუდგათ საწარმოო პროცესი.
ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...