სეს: 9 სახეობის ნახევარფაბრიკატში ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია შემცველობას არ შეესაბამებოდა

სურსათის ეროვნული სააგენტო ნახევარფაბრიკატებს ამოწმებს. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან, 40 ნიმუში (ცხენის/ვირის ხორცის იდენტიფიცირებისთვის – 20 ნიმუში; ფრინველის ხორცის იდენტიფიცირებისთვის – 20 ნიმუში) აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში (,,ხარისხის ლაბორატორია – LLC Quality Lab”) გამოიკვლიეს.

ხორცის სახეობრივი კვლევის შედეგად 9 ნიმუშში აღმოჩნდა ფრინველის ხორცი, თუმცა ეტიკეტზე აღნიშნულის შესახებ მითითებული არ იყო. სახეობრივი კვლევა ჩატარდა ცხენის/ვირის ხორცზეც, შედეგად, არცერთ შემთხვევაში დარღვევა არ გამოვლენილა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და დაევალათ სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.

ნახევარფაბრიკატები, რომლებშიც ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია შემცველობას არ შეესაბამებოდა შპს თავადური 2014" – „კატლეტი გაყინული“; „გუფთა გაყინული“; შპს “ექსტრა მითი“ – „სოსისი საბავშვო“; შპს „ხორცპროდუქტების ქარხანა ვაკე“ – „სოსისი საქონლის ვაკე“;შპს „ოს გრუპი“; – „პილმენი გაყინული“; შპს ნიკორა – „ხინკალი სამეფო“; „სოსისი ივერია“; შპს ფასანაური 2010 – „ფარში ძროხისა და ღორის ხორცის“; შპს ხახაბო – „გაყინული ხინკალი“.

სახეობრივი კვლევისთვის ნიმუშების აღების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს აგრძელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად