სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები გიგაურს, პავლიაშვილსა და ბენიძეს უჩივლებენ

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ეკა გიგაურს, ირმა პავლიაშვილსა და მიშა ბენიძეს უჩივლებენ.

როგორც სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა სოსო გიორგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, არასამთავრობოების განცხადება კი ამასთან დაკავშირებით სააგენტოს თანამშრომლების რეპუტაციას ლახავს.

„მინდა განვაცხადო, რომ მე, სოსო გიორგაძე და ასევე ჩემი თანამშრომელი ბეჟან ობგაიძე, ეკა გიგაურის, ირმა პავლიაშვილისა და მიშა ბენიძის წინააღმდეგ, საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის სასამართლოში სარჩელს შევიტანთ. ეს არის ბრალდება, რომელსაც ვერაფრით შევეგუებით. იმედი მაქვს ეკა გიგაური, ირმა პავლიაშვილი და მიშა ბენიძე, რომლებმაც დღეს პრესკონფერენციაზე სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელსა და მის თანამშრომელს სისხლის სამართლის დანაშაული დააბრალეს, ითანამშრომლებენ გამოძიებასთან და მათ ხელთ არსებულ „მტკიცებულბებს“ მიაწვდიან გამოძიებას, თუკი ასეთი საერთოდ აქვთ. მას შემდეგ რაც გამოძიება ერთადერთ სიმართლეს დაადგენს, იმედი მაქვს, საიას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები ბოდიშს მოუხდიან როგორც უწყებას, ისე სერვისების განვითარების სააგენტოს მიყენებული ზიანისთვის”, – აღნიშნა სოსო გიორგაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად