სერიალ ”ალფის” მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი მაქს რაითი გარდაიცვალა

აშშ-ში მსახიობი მაქს რაითი გარდაიცვალა, რომელიც სერიალ “ალფში” მთავარ როლს ასრულებდა. ინფორმაციას პორტალი TMZ ავრცელებს.

მედიის ცნობით, მსახიობი 75 წლის იყო.

მაქს რაითი სიმსივნეს დიდხანს ებრძოდა. ნათესავების განცხადებით, ის კალიფორნიაში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

მის მიერ შესრულებული ყველაზე ცნობილი როლი ვილი ტანერია. სერიალ “ალფში” ის მთავარი გმირის როლს ასრულებდა.

კომედიური სერიალი “ალფი” ეკრანზე 1986 წელს გამოვიდა და მაყურებლის სიყვარული მალევე დაიმსახურა. სცენარის თანახმად, მთავარი გმირი “ალფია, რომლის სამშობლო პლანეტა მელმაკია, თუმცა საცხოვრებელი ადგილი ლოს-ანჯელესი. მას უყვარს კატები (კულინარიული თვალსაზრისით), მაგრამ გულღია და კეთილია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...