სერია A 20 აგვისტომდე დასრულდება და ახალი სეზონი 1 სექტემბერს დაიწყება

სერია A 20 აგვისტომდე დასრულდება და ახალი სეზონი 1 სექტემბერს დაიწყება, – ეს გადაწყვეტილება იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ (FIGC) გამოაცხადა.

როგორც ევროპული სპორტი მედია წერს, ოთხშაბათს გაიმართა ფედერალური საბჭოს შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ FIGC-ის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა, სერია A-ს პრეზიდენტი პაოლო დელ პინო და სერია A-ს, სერია B-ს და სერია C-ს წარმომადგენლები. შეხვედრა შეჩერებული კალენდრის განახლების საკითხზე შედგა, სადაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს.

იტალიაში კორონავირუსის პანდემიის ფეხბურთი და ყველა სახის სპორტული და გასართობი ღონისძიებების გამართვა მარტის თვიდან აიკრძალა. იტალიაში იმედოვნებდნენ, რომ სერია A 13 ივნისს განახლდებოდა, თუმცა ეს გეგმა შეცვალა ქვეყნის პრემიერის ჯუზეპე კონტეს ბოლო ბრძანებულებით, რომლის მიხედვითაც სპორტული ღონისძიებები 14 ივნისამდე იკრძალება. იტალიის ფეხბურთის წარმომადგენლების შეხვედრა 28 მაისს არის დაგეგმილი, სადაც სავარაუდოდ იტალიის ჩემპიონატის დაწყების თარიღი გადაწყდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად