სერგო რატიანი: “რაფალიანცის, თათუხაშვილის და კიწმარიშვილის მკვლელობებიც შეკვეთილია”

"გამოძიების შესახებ ნამდვილად ვერაფერს ვერ ვიტყვი, რადგან ჩახედული არ ვარ საქმეში. ის რაც უცნაურად მეჩვენება, რამდენიმე ფაქტია. 2 წლის განმავლობაში ვერ გაიხსნა ეს საქმე. ამ საქმის გახსნას, ასე ვთქვათ, წინ უძღოდა შეკვეთილი მკვლელობა.“-აცხადებს „აიპრესთან“ საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტარი სერგო რატიანი.
სერგო რატიანმა ეს კომენტარი დღეს, პროკურატურის მიერ ე. წ კორტების საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე გააკეთა.
 
"თავისთავად ფაქტები არ იყო და უცებ, აკავებენ ამათ. ეს ადამიანები, სრულიად გახსნილად ეუბნებოდნენ სამართლადაცმავებს, რომ თუ თქვენ გნებავთ ჩვენი დაკავება და საჭირო არის თანამშრომლობა, შეგვიძლია მოვიდეთ თქვენთანო. ამ ფონზე, უდავოდ ჩდება კითხვა, თუ რა საჭირო იყო ეს დაკავება, მითუმეტეს ამ ხალხმა იცოდა, კვალიფიციური ადამიანები არიან და წინასწარ განუცხადეს, თუ მათ ჭირდებოდათ მათი დაკავება ან თანამშრომლობა და მოსვლა, მაგისთვის შესაძლებელი იყო თვითონ მისულიყვნენ. მაშინ გაუგებარია რა საჭირო იყო ეს დაკავების სცენები.
 
ამ ფონზე და ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩანს ორი რამ: პირველი- ქვეყანაში იკვეთება შეკვეთილი მკვლელობები. მეორე, ეს არ არის ერთადერთი ფაქტი, ანუ ვაზაგაშვილის საქმე არ არის ერთადერთი ფაქტი, სადაც იკვეთება შეკვეთილი მკვლელობა. მკვლელობა სადაც ორგანიზებული დანაშაული იყო, აქ არის რაფალიანცის საქმე, რომელიც შესაძლებელია ასე დაკვალიფიცირდეს. ასევე თათუხაშვლის საქმე და კიწმარიშვილის საქმე და ასევე, ბოლო დროს თელავში განხორციელებული მკვლელობა. ამ ვითარებაში აღმოჩნდა, რომ  სახელმწიფოში არის ინსტიტუციური რღვევა“. – განცხადა სერგო რატიანმა.
 
შეგახსენებთ, რომ დღეს მთავარმა პროკურატურამ ე. წ კორტების საქმე გახსნილად გამოაცხადა. საქმესთან დაკავშირებით 11 ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს. 
 
ფოტო: "ტაბულა გე"
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...