სერგო რატიანი: “ქართული ოცნება” ძალიან ინანებს დათო კირკიტაძის საქართველოში დაბრუნებას

"დათო არის საოცარი ადამიანი, ის ერთ-ერთი მათგანი იყო, ლიდერი იყო "ნაციონალური მოძრაობის" , როდესაც ქვეყანა შენდებოდა და იყო ამ ქვეყნის მშენებლობის თანამონაწილე", – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში განაცხადა.

"2012 წელს გარკვეული დროით იყო წასული საზღვარგარეთ, ცოდნას იღრმავებდა და ამისდა მიუხედავდ "ქართული ოცნება" გამოეკიდა მას იქ, როგორც ჩანს მათ ჰქონდათ იმედი, რომ დათო დარჩებოდა, მას ჰქონდა შანსი დარჩენილიყო და ყოფილიყო პოლიტიკური დევნილი. ამისდა მიუხედავად ჩამოვიდა და იმ დღის მერე ჩაერთო ბრძოლაში. მე მგონია, რომ ძალიან ინანებს "ქართული ოცნება" ამას, მე დარწმუნებული ვარ", – განაცხადა სერგო რატიანმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად