სერგო რატიანი: “ოცნებამ” ერთმორწმუნედ კომუნისტი გაიხადა და პოლიტიკური დევნა დაიწყო

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი ნიკა მელიასთვის ბრალის წაყენების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამით ვერავის შეაშინებენ.

“ეს არის დადგენილება ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით და დღევანდელი ხელისუფლება იქცევა სამარცხვინოდ. მათ შეეშინდათ მშვიდობიანი პროტესტის, მათ შეეშინდათ ორგანიზებული საზოგადოების, მათ შეეშინათ იმის, რომ ფაქრთო საზოგადოებრივი წრეები გამოხატავენ პროტესტს, რომ ქვეყანა მიჰყავთ რუსეთისაკენ და გვაკადრეს იმის, რომ კომუნისტი გაიხადეს ერთმორწმუნედ. ამისი შეეშინდათ და იწყებენ კონფრონტაციას, იწყებენ პოლიტიკურ დევნას, მაგრამ ეს გავლილი ეტაპია და ამით ვერავის შეაშინებენ. ჩვენ გავავგრძელებთ ბრძოლას ახალი საქართველოსათვის, სადაც ასეთი რაღაცები არ იქნება. ძალის დემონსტრირებას აპირებენ და ძალიან უძლურად გამოიყურებიან დღეს. ეს კონფრონტაცია არ მოიტანს კარგ შედეგს”, – განაცხადა სერგო რატიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ საპატიმრო ღინისძიებას ითხოვს. პარლამენტი მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე ხვალ იმსჯელებს, ამის შესახებ განცხადება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახაიანმა განაცხადა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად