სერგო რატიანი: ხელისუფლებას ჰყავს ერთადერთი მოკავშირე – კრიმინალი!

ხელისუფლება ამ სპორტსმენების გარეშე აღარაფერი აღარ არის! აი ამ კუნთმგარი კრიმინალების, სუსის და ძალოვნების გარდა, არაფერია არ არის ეს ხელისუფლება, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” დაღუპული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას ჰყავს ერთადერთი მოკავშირე და ეს არის კრიმინალი.

“რა არის ეს ხელისუფლება ამ სპორტსმენების გარეშე? აღარაფერი აღარ არის! აი ამ კუნთმგარი კრიმინალების, სუსის და ძალოვნების გარდა, არაფერია არ არის ეს ხელისუფლება. ამ ხელისუფლებას ჰყავს ერთადერთი მოკავშირე – კრიმინალი. ამის გარდა ხომ არაფერი არ აქვს და ეს კრიმინალები უკვე იმდენად არიან გათავხედებულები, რომ… ჩვენ ვნახეთ კორცხელი, სადაც ეს ადამიანები პირდაპირ ძალადობენ და არავინ ხელი არ მოკიდა ამ ადამიანებს. აგერ ევროპის ჩემპიონი ყველას თვალწინ სცემეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს კაცი წავიდა, რომელიც დაუცველი იყო”, – განაცხადა სერგო რატიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად