სერგო რატიანი: “გაზპრომი“ ნიშნავს მავთულხლართებს და მცოცავ ოკუპაციას

საქმე საერთოდ დამოუკიდებლობის დაკარგვას ეხება, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სერგო რატიანმა „აიპრესთან“ საუბრისას. 


„ხელისუფლებამ გადაწყვიტა, თამაშში შემოიყვანოს „გაზპრომი“ და ეს ნიშნავს ფაქტობრივად მავთულხლართების გაბმას და მცოცავ ოკუპაციას.

„გაზპრომი“ ნიშნავს ენერგოდამოუკიდებლობის დაკარგვას. საქმე საერთოდ დამოუკიდებლობის დაკარგვას ეხება. გარდა ამისა, დამოუკიდებლობის დაკარგვა ყოველთვის ნიშნავს კეთილდღეობის დაკარგვას. ჩვენ გვახსოვს ჩაბნელებული საქართველო, სიცივით და სიღარიბით გარემოცული საქართველო. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დამოუკიდებლობის დაკარგვით იმატებს კეთილდღეობა მთელი ჩვენი ისტორია აჩვენებს, რომ ეს არის პირიქით. ამიტომ, ნებისმიერი ცდუნება არის აბსურდული, მით უმეტეს, როდესაც შენ ცვლი პარტნიორების, მეგობრების იაფ გაზს მტრების ძვირიანი გაზით. ეს არის უგუნურება და საკუთარი ნაციონალური ინტერესების დათმობა“,- განაცხადა რატიანმა „გაზპრომის“ წინააღმდეგ მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე. 

 

ავტორი: მარიამ ვაჩნაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად