სერგო რატიანი: 2016 წლის ოქტომბერში “ქართული ოცნება” მთელი სერიოზულობით დამარცხდება

ამ წუთებში, გარდაბანში, ნაციონალური მოძრაობის ოფისში, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, სერგო რატიანმა არჩევნების შედეგები შეაჯამა და ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2016 წლი საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" სერიოზულად დამარცხდება.

"როგორც დღეს ყველამ ნახეთ, ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა მეთოდი, ადმინისტრაციული რესურსი, სუსი, ჩხუბები უბნებზე. ამ ყველაფრით მათ დიდი წარმატება მოიპოვეს ერთ ოლქში, თუმცა ოქტომბერში იქნება 73 ოლქი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ხელისფლება გვენახა მოქმედებაში და ჩვენ ვნახეთ. მათ აქვთ ნეგატიური კამპანია, ფაქტობრივად, დაპირებებსაც არ იძლევიან. დაშინებით მოიპოვეს ერთ ოლქში წარმატება, მაგრამ 73 ოლქში ვერ მოიპოვებენ და ოქტომბერში მთელი სერიოზულობით დამარცხდებიან." – განაცხადა სერგო რატიანმა.

სერგო რატიანმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევნები გაშუქებისთვის მედიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

"რომ არა ჟურნალისტები, იმ დარღვევბს და იმ სიტუაციას, რაც გარდაბანში ხდებოდა, საზოგადოება ვერ გაიგებდა" – განაცხადა სერგო რატიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად