სერგო მეთოფიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ არ აირჩიეს

დღეს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ამავე საბჭოს წევრი სერგო მეთოფიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ არ აირჩია.

თბილსის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობა ორ კანდიდატს, სერგო მეთოფიშვილს და გორის რაიონული სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის უფლებამოსილების შემსრულებელს ნიკოლოზ მარსაგიშვილსაც სურდა.

უმაღლესი საბჭოს 10-მა წევრმა ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

2019 წლის 22 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის წევრად აირჩია, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე მიმდინარე წის 30 ნომებრამდე რჩება.

1 დეკებრიდან კი თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას ნიკოლოზ მარსაგიშვილი შეუდგება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად