სერგო მეთოფიშვილი ლევან გოგიჩაიშვილს: წარსულში ვერ დაგვაბრუნებთ, ბატონო გოგიჩაიშვილო!!!

“კიდევ ერთი გაუგებარი საოცრება წავიკითხე!!! — პარლამენტარი გოგიჩაიშვილის მოსაზრებით – მას აქვს უფლება შეურაცხმყოფილი განცხადებები გააკეთოს საკუთარი ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ, მოსამართლეების მიმართ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ, ხოლო სასამართლო სისტემას (რომელიც სხვათა შორის ადამიანის უფლებებს იცავს) არ უნდა ჰქონდეს უფლება საკუთარი თავი დაიცვას(!!!???)” – იუსტიციის საბჭოს წევრი სერგო მეთოფიშვილი პარლამენტარ ლევან გოგიჩაიშვილს პასუხობს.

“მეგობრებო, როგორ მოგწონთ გოგიჩაიშვილის ასეთი მიდგომა?

ერთი კითხვა მაქვს გოგიჩაიშვილთან: დეპუტატო გოგიჩაიშვილო, სადმე თუ ქსმენიათ ასეთი ქვეყნის არსებობაზე სადაც პარლამენტარს აქვს უფლება გალანძღოს თავისივე ქვეყნის სასამართლო სისტემა და მოსამართლეები, ამ სისტემას კი არ აქვს უფლება თავი დაიცვას?

არ გახსენდებათ ასეთი ქვეყანა???

თუ არ გახსენდებათ, მაშინ რატომ გინდათ ეს უმსგავსოება საკუთარ ქვაყანაში დააწესოთ???

მე ადრე ვთქვი -კარგია, რომ ქალბატონ ბესელიას და პატივცემულ კობერიძეს გვიან მაგრამ მაიც გაახსენდათ სიტყვა “პატივცემული”! მათ ვურჩიე ხშირად გაიხსენონ ეს სიტყვები, როდესაც ჭორის დონეზე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეურაცხმყოფილად საუბრობენ მოსამართლეებზე, ფაქტიურად კი ტალახს ესვრიან ცალკეულ მოსამართლეებს, მთელ სისტემას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საუბრობენ სასამართლო სისტემაში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რაღაც ვიწრო ჯგუფებზე, წარსულში დავალებების შესრულებებზე, მოსამართლეთა შავ სიებზე, მოსამართლეების არაკეთილსინდისიერებაზე, ცალკეული მოსამართლეების უღირს რეპუტაციებზე და ა.შ. .

გოგიჩაიშვილის დრევანდელი განცხადებაც სასამართლო სისტემისათვის და მოსამართლეებისათვის შეურაცხმყოფილია! (თუმდაც ის, რომ მოსამართლეები ვერ აკმაყოფილებენ პატიოსნების და ღირსების კრიტერიუმს, მოსამართლეებს უამრავი ადამიანი ჰყავთ გაუბედურებული და ა.შ.)

ბატონ გოგიჩაიშვილს, ისევე როგორც ქალბატონ ბესელიას და პატივცემულ კობერიძეს, ვურჩევ ანალოგიურს – მისთვისაც და ქვეყნისთვისაც სიკეთის მომტანი იქნება თუ სასამართლოზე და მოსამართლეებზე საუბრისას გაახსენდება სიტყვა “პატივცემული”.

ბატონ გოგიჩაიშვილს, ისევე როგორც ქალბატონ ბესელიას და პატივცემულ კობერიძეს, ვურჩევ ნუ აწვდის საზოგადოებას ცრუ ინფორმაციას, თითქოს მე როგორც მოსამართლე ღიად ვერევი პოლიტიკურ პროცესში და პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებ(!?) ეს არის სიცრუე!!! გოგიჩაიშვილი ამით ვერ გამაჩუმებეს!!! ალბათ მას მორჩილი საბჭოს წევრები და მორჩილი მოსამართლეები სურს რომ ყავდეს. მაგრამ, საბედნიეროდ ეს დრო წარსულს ჩანარდა!!! 2012 წლიდან მართლმსაჯულების სისტემა გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან და პოლიტიკოსების გავლენებისგან!!!

წარსულში ვერ დაგვაბრუნებთ, ბატონო გოგიჩაიშვილო!!!

ამასთან დაკავშირებით შევახსენებ პარლამენტარ გოგიჩაიშვილს, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის 47-ე მუხლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შექმნილია კანონით დადგენილი ამოცანების შესრულების მიზნით, მათ შორის სასამართლო სისტემის და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით!!! აქედან გამომდინარე მე, როგორც საბჭოს წევრი, როდესაც დავინახავ რომ არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსების ქმედებებით შესაძლოა სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობას რეალურად შეექმნას საფრთხე, ვალდებული ვარ და ყოველთვის დავიცვავ კიდეც სასამართლო სისტემის და მოსამართლეების კანონიერ ინტერესებს, უფლებებს და დამოუკიდებლობას!!!

ამასთან ვაფიქსირებ, რომ ნამდვილად არ ვაპირებ გოგიჩაიშვილთან, ბესელიასთან, კობერიძესთან და ა.შ. დებატებში შევიდე ან რაიმე ფორმით გავაგრძელო დისკუსია ამ თემაზე. მგონი ყველაფერი გასაგებად ჩამოვაყალიბე.” – წერს სერგო მეთოფიშვილი თავის “ფეისბუქზე”.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მძიმე მდგომარეობაში არიან და საერთოდ გაცდნენ სამოსამართლეო საქმიანობას, გაიხადეს მანტიები და შემოვიდნენ პოლიტიკურ ველზე, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის ბრალეულობაა, რომ მან საბჭოს წევრებს მისცა მოტივაცია ასეთი ტონით ისაუბრონ პარლამენტის წევრებზე.

„ისინი არიან მძიმე მდგომარეობაში, საერთოდ გაცდნენ სამოსამართლეო საქმიანობას, გაიხადეს მანტიები და შემოვიდნენ პოლიტიკურ ველზე. ესენი, რომ ასე იქცევიან, აქვს თავისი მიზეზები. ტონი, რომელიც ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ ისმის, ძალიან შეურაცხმყოფელია პარლამენტისთვის, ჩვენი კოლეგებისთვის. ისინი, რომ ამდენ უფლებას აძლევენ თავის თავს, პარლამენტის თავმჯდომარის ბრალეულობაა, რადგან მან მისცა საბჭოს წევრებს მოტივაცია, რომ ასე ესაუბრონ მისი გუნდის წევრებს. ჩვენ არ მივცემთ მათ ასე ლაპარაკის უფლებას.

კანონმდებლობით, ზოგადი კრიტერიუმები გაწერილია, მაგრამ ზოგად კრიტერიუმებსაც არ აკმაყოფილებენ ეს ადამიანები, ვერც პატიოსნებას, ვერც მაღალი ღირსების შეგნებას, ვერც თავისუფლების მაღალ სტანდარტს. ეს უცხოა ამ ადამიანებისთვის. თავისუფლების რა მაღალ სტანდარტზეა საუბარი, როდესაც უამრავი ადამიანი ჰყავთ გაუბედურებული. ჩვენ უნდა დავიცვათ ამ ადამიანებისგან უზენაესი სასამართლო.

მე ვერ ვხედავ ამ სიის გასვლის პერსპექტივას. არ ვიცი რას ჰპირდება პარლამენტის თავმჯდომარე მიქაუტაძეს ან სხვებს, მაგრამ ეს სია 76 ხმას ვერ მოიპოვებს. არათუ მიახლოებულ ხმებს აიღებს, არამედ სერიოზული კრახით დასრულდება კენჭისყრა“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...