სერგო მეთოფიშვილი: გიორგი მიქაუტაძის რეგისტრაციიდან მოხსნა არასერიოზულია

ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა სერგო მეთოფიშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის პოზიციას საბჭოს სხდომაზე.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, გიორგი მიქაუტაძე ვერ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნას, რადგან 3 რეკომენდატორი არ ჰყავს (მხოლოდ ორი მიუთითა) და ამიტომ ის შემდგომ ეტაპზე არ უნდა გადავიდეს“. რის გამოც მეთოფიშვილმა ჯანეზაშვილი არაკვალიფიციური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა და აღნიშნა:
„გიორგი მიქაუტაძის რეგისტრაციიდან მოხსნა არასერიოზულია“.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტისთვის წარსადგენი უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების რეგისტრაციაზე მსჯელობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...