სერგი კაპანაძე თორნიკე შენგელიაზე: არმიის კლუბი ის წითელი ხაზია, რაც არ ეპატიება ნაკრების კაპიტანს

არმიის კლუბი ის წითელი ხაზია, რაც არ ეპატიება ნაკრების კაპიტანს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

“კალათბურთში საქართველოს ნაკრებს ისევ ვუგულშემატკივრებ, მაგრამ შენგელიამ რაც არ უნდა კარგად ითამაშოს, უკეთეს შემთხვევაში მსუბუქი გულისრევა მექნება ხოლმე.

სრულიად გაუგებარი, გასაკვირი და ძალიან დასანანი გადაწყვეტილებაა.

როგორც ჩანს, პატრიოტიზმი მე სხვანაირად მესმის.

და შენგელიას მოლოდინი, რომ მას ისევ ისე უგულშემატკივრებენ, როგორც ადრე, უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ wishful thinking-ია, უარესში კი ენით აღუწერელი სიბრიყვე.

პ.ს. ცსკა რომ არ ყოფილიყო, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ არმიის კლუბი ის წითელი ხაზია, რომელიც ნამდვილად არ ეპატიება ნაკრების კაპიტანს”, – წერს სერგი კაპანაძე Facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად