სერგი კაპანაძე: თითი არავისთვის დაგვიქნევია, “ნაცმოძრაობის” წევრებისგან სხვა რიტორიკა გაჩნდა

თითი არავისთვის დაგვიქნევია და არც ბოკერიას ნათქვამი დამივარცხნია, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ “რეაქციაში” განაცხადა საერთო მაჟორიტარების კანდიდატებთან დაკავშირებით.

კაპანაძის თქმით, “ნაცმოძრაობის” წევრებისგან გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ “ნაცმოძრაობას” შეთანხმება აღარ უნდა.

“ჩვენ თითი არავისთვის არ დაგვიქნევია. ამ განცხადების მიზანი იყო ის, რაც გიგა ბოკერიამ თქვა – განცდა დაგვრჩა, რომელიც ბოლო დღეებში კეთდებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ყველას ინტერესებშია, რომ პირველ ტურებში იყოს შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატები. ეს განცდა დარჩა “ნაციონალური მოძრაობის” და მასთან აფილირებული კოალიციის წევრებისგან. არავის ინტერესებში არაა, რომ ეს მოხდეს. აქამდე მეორე ტურებზე საქმე არ ყოფილა, მეორე ტურებში მხარდაჭერა ისედაც იგულისხმება. ბოლო დღეებში გაჩნდა ეს რიტორიკა, ეს ახსენა ბატონმა გუბაზ სანიკიძემ და სხვებმა, ვინც ახსენეს ეს. “ლელოს” გარდა ახსენეს დავით ჭიჭინაძე და ა. შ. რაც ფუნდამენტურად არასწორი მგონია. არავინ არ დამივარცხნია, ბოკერიამაც იგივე თქვა”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად