სერგი კაპანაძე: საზოგადოების ინტერესშია, ახლა ივანიშვილმა მორიგჯერ არ გადააგდოს საზოგადოება და პარტნიორები

“ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ პარტია საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე კენჭისყრაში მონაწილეობას, მხოლოდ გიორგი რურუას გათავისუფლების შემთხვევაში მიიღებს.

სერგი კაპანაძის თქმით, საზოგადოების ინტერესშია, რომ ახლა ივანიშვილმა მორიგჯერ არ გადააგდოს:

“საზოგადოების ინტერესშია, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილმა მორიგჯერ არ გადააგდოს არც საზოგადოება, არც პარტნიორები და შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ როგორც კი რურუა გათავისუფლდება და შეთანხმება შესრულდება, ჩვენ მზად ვიქნებით, რომ ინიციატივას მხარს დავუჭერთ. განხილვებში მონაწილეობა ტექნიკური საკითხია და აქ განსახილველი არაფერია”, – აღნიშნა კაპანაძემ.

შეგახსენებთ: საარჩევნო სისტემაში კონსტიტუციურ ცვლილებასთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეიდან იწყება. კორონავირუსის გამო, განხილვა სატელევიზო ფორმატში ჩატარდება და მას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გაუძღვება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად