სერგი კაპანაძე: სავარაუდოდ დღეს პროკურატურის ყველა წარმომადგენლის გამოკითხვას ვერ მოვასწრებთ

"ჩვენ დღეს გვაქვს შეხვედრა თბილისის პროკურატურის მაღალჩინოსნებთან, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ თბილისის პროკურატურას მაშინ, როდესაც მიმდინარეობდა ხორავას ქუჩის გამოძიება",- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი №51 სკოლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

"ჩვენ მათთან გვექნება კითხვები უშუალოდ გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, კონკრეტულად იმ ნაბიჯებთან დაკაშირებით, რომელიც არ გადაიდგა მაშინ, რასაც შეეძლო სერიოზული შედეგი ექონია და გავლენა მოეხდინა გამოძიების მიმდინარეობაზე, ასევე, შესაბამის სათანადოდ თუ არასათანადოდ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე და პროკურატურის როლზე ამ ყველაფერში. სავარაუდოდ დღეს პროკურატურის ყველა წარმომადგენლის გამოკითხვას ვერ მოვასწრებთ და უახლოეს დღეებში გავაგრძელებთ მათთან გასაუბრებებს", – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსნებთ, დღეს კომისი დადანუაშვილისა და სარალიძის მკველობის საქმეზე მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის გიორგი გაბოძეს და მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მიხეილ შაყულაშვილის ოფიციალური ახსნა-განმარტების მოისმენს. 

გამოსაკითხტა სიაში არიან: მთავარი პროკურორის პირველ მოადგილე მამუკა ვასაძე, მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გაბიტაშვილი, თბილისის პროკურორის მალხაზ კაპანაძე და თბილისის პროკურორის მოადგილე კონსტანტინე სირაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად