სერგი კაპანაძე: სააკაშვილის გამონათქვამები ოპოზიციას ხშირად აზარალებს (ვიდეო)

„სააკაშვილის გამონათქვამები ოპოზიციას ხშირად აზარალებს“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცესპიკერმა სერგი კაპანაძემ „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა კითხვაზე – აზარალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამები ოპოზიციას.

კაპანაძის თქმით, მათ შორის ფუნდამენტური განსხვავებები მათ შორის იმიტომაც არის თუ რას ფიქრობს და რას აკეთებს მიხეილ სააკაშვილი.

„დიახ, ხშირად არ არის ჩვენთან თანხვედრაში სააკაშვილის განცხადებები. ოპოზიციურ სპექტრში ვთანამშრომლობთ იმ იდეის ირგვლივ, რასაც ჰქვია პროპორციულ არჩევნებზე ხელისუფლებაზე მიწოლა. სხვა საკითხებზე ბევრ რამეზე გვაქვს ფუნდამენტური განსხვავება სააკაშვილთანაც და მის პარტიასთანაც, ასევე იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც იმ ერთობაში არიან.

ხვდება თუ არა თვითონ, პროცესს რომ აზარალებს, მაგ კითხვაზე მე არ მაქვს პასუხი. ეს უნდა ჰკითხოთ მას. ბევრი მისი შეფასება გამოიყენება ხოლმე ხელისუფლების მიერ, ზოგჯერ არალეგიტიმურად, მაგრამ იმისთვის, რომ დააზარალოს ოპოზიციის მოსაზრებები. ხელისუფლება ამას ხშირად აკეთებს ხოლმე. ბოლო განცხადება რაც ვნახეთ, რომ სააკაშვილის განცხადება გამოძიების ქვეშ უნდა მოექცეს და ა. შ. ეს არის აბსურდი. ის განცხადება, რაც მაშინ სააკაშვილმა გააკეთა, რომ ახლოს იყო ივანიშვილის რეჟიმი დასამხობად, ამის გამოყენება იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა, აბსურდია.

ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი დღის წესრიგი გავიტანოთ და კოალიციურ მმართველობაში ჩვენი დღის წესრიგი იყოს წამყვანი. პირველი ამოცანაა, რომ ივანიშვილის რეჟიმი დავამარცხოთ და გვაქვს იმედი, რომ იმ კოალიციაში ჩვენი ხედვა იქნება უფრო წონიანი“, – გვითხრა სერგი კაპანაძემ, რომელთან ინტერვიუს სრულ ვერსიასაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად