სერგი კაპანაძე რურუაზე: პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რეალურად, ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, რაც მოულოდნელი არ იყო

“ყველას კარგად გვესმის, რომ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, რეალურად, ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, რაც ბუნებრივია, მოულოდნელი არ იყო. ბრძოლა მაინც გაგრძელდება და როგორც კი ეს ხელისუფლება დამარცხდება არჩევნებში, როგორც რურუა, ისე სხვა პოლიტპატიმრები, აუცილებლად გათავისუფლდებიან”.

ამის შესახებ  „ევროპული საქართველოს“ ერთერთმა  ლიდერმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“სამწუხარო ის არის, რომ ამ გადაწყვეტილების მერე პოლარიზაცია ისევ დარჩება, ნორმალური ვითარება საარჩევნოდ არ იქნება და ბუნებრივია, ეს ცუდ გავლენას მოახდენს როგორც არჩევნების შედეგების აღქმაზე, ისე ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლების და პარტნიორების მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით პოზიციებზე. ეს უკვე ვნახეთ ჩვენ იმ განცხადებებში, რაც გაკეთდა სენატორი რიშის თუ სხვა ჩვენი მეგობრების მხრიდან. ჯამში, ეს გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს თავისი ვალდებულებების შესრულებას და როგორც ჩანს, აპირებს რომ იყოს ისეთივე ან შეიძლება უფრო მძიმე კამპანიაც კი, რაც იყო 2018 წელს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ  არ აპირებს იმავეს გამეორებას, რაც ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შემთხვევაში გააკეთა.პრეზიდენტი: გიორგი რურუას არ შევიწყალებ

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად