სერგი კაპანაძე: რადიკალური ნაბიჯები ელანდება ხელისუფლებას და უნდა მოატყუოს მოსახლეობა თითქოს, დესტაბილიზაცია მზადდება

“ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ხალისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება, თითქოს პარტიამ კვლევა დაუკვეთა IPM-ს, სადაც რადიკალურ ნაბიჯებზეა საუბარი ოპოზიციის მხრიდან.

სერგი კაპანაძის თქმით, რადიკალური ნაბიჯები ელანდება ხელისუფლებას და ამ განცხადებებით ცდილობენ კვლავ მოატყუონ ხელისუფლება, რომ თითქოს დესტაბილიზაცია მზადდება.

„რადიკალური ნაბიჯები ელანდება ხელისუფლებას და უნდა, რომ მოატყუოს მოსახლეობას მორიგჯერ, რომ თითქოს რაღაც დესტაბილიზაცია მზადდება. ამას აკეთებს იმიტომ, რომ თვითონ ვერაფერს ვერ სთავაზობს და ისევე პრიმიტიულად, შიშით უნდა, რომ გავიდეს ფონს.

არავინ არანაირ რადიკალურს არ გეგმას, ყველაზე რადიკალური რასაც ჩვენ ვგეგმავთ არის, რომ არჩვევნების გზით, ბიულეტენების გამოყენებით, შაბათს გავისტუმროთ ივანიშვილი ოპოზიციაში“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად