სერგი კაპანაძე: პრეზიდენტი ივანიშვილს თოჯინად სჭირდება და მასზე გაწეული ხარჯი არ არის გაუმართლებელი

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის უფროსის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს პრეზიდენტი თოჯინად სჭირდება და მასზე გაწეული ნებისმიერი ხარჯი გაუმართლებელია, რადგან ის საქართველოს არაფერს სძენს.

ასე გამოეხმაურ სერგი კაპანაძე ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას, რამდენად ძვირი უჯდება ქვეყანას პრეზიდენტის შენახვა იმ პირობებში, როდესაც მხოლოდ მის ექსკურსიებზე ბიუჯეტიდან 21 ათასი ლარზე მეტი იხარჯება.

„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ პრეზიდენტი, რომელიც ასევე, გაყალბებული არჩევნების შედეგად აირჩა, რეალურად ივანიშვილს სჭირდება თოჯინად, ივანიშვილს სჭირდება იმისთვის, რომ მორიგი ინსტიტუცია აკონტროლოს და შესაბამისად, ხარჯი, რომელიც პრეზიდენტზე იწევა, შეგვიძლია ვთქვთ, რომ არის გაუმართლებელი, რადგან პრეზიდენტი საქართველოს არაფერს სძენს. თუმცა, ამ ეტაპზე, ეგ არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ, ამ ეტაპზე, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი. ეს არის ჩვენი ხმებისა და მოპარული არჩევნის დაცვა და ამ მოპარული არჩევანის დაცვას ეწინააღმდეგება უკლებლივ ყველა, ვინც ივანიშვილის ბანაკშია, დაწყებული პრეზიდენტით და დამთავრებული მისი თოჯინებითა და კლოუნებით, რომლებიც პარლამენტში ჰყავს და რომლებიც სპიკერებად ჰყავს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად