სერგი კაპანაძე: პრემიერის პარლამენტში მოსვლა არის უკან მიდევნებული ლამპარივით

“პრემიერის პარლამენტში მოსვლა არის უკან მიდევნებული ლამპარივით. პრემიერი მაშინ უნდა მოსულიყო, როცა გეგმის წარმოდგენა ხდებოდა, როცა ამბობდა რა შეზღუდვები შემოჰქონდა და აეხსნა, რატომ შემოჰქონდა ეს შეზღუდვები”.

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ “ტვ პირველის ეთერში” “ინგა გრიგოლიას დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა.

სერგი კაპანაძის თქმით, პრემიერი გიორგი გახარია 27 მაისს პარლამენტში იმისთვის აპირებს მისვლას, რომ დეპუტატებს აუხსნას, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი.

“ახლა თვითონ როგორც აპირებს, მოდის, რომ აგვიხსნას, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი. კითხვები არის იმაზე, რას აპირებენ, რომ ეკონომიკა გამოაცოცხლონ, რადგან რაც მათ დააანონსეს, არ არის საკმარისი. ყველა ხედავს, რომ არც დახმარება გაცემულა ჯერ, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა ამ დახმარებაში, ზოგიერთი დახმარება უბრალოდ არაადეკვატუირი იყო, მაგალითად სოფლის მეურნეობაზე თქვეს, ამდენს დავხარჯავთო და ახალი ამბავი კი არ არის, ის თანხა უკვე დევს ბიუჯეტში და მოგვატყუეს”-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ამასთან, სერგი კაპანაძემ განმარტა, რომ “ევროპული საქართველო” პარლამენტში ბოიკოტის რეჟიმში რჩება რჩება, მაგრამ იმ თემებზე, რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და ქვეყნისთვის, პოლიყიკურ პარიას ბოიკოტი არა აქვს.

“ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვრჩებით, უბრალოდ, იმ თემებზე, რომელიც განსაკუთრებით პანდემიის პირობებში მთავრობის ქცევას ეხება, ან საარჩევნო თემებზე ბოიკოტი არ გვაქვს. არის საკითხები რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის და ბოიკოტს ცოტა ხანს თავი უდნა დაანებო, რადგან ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, თორემ საკანონმდებლო საქმიანობაში არ ვმონაწილეობთ. როგორც კი 8 მარტის შეთანხმება შესრულდება, დავბრუნდებით ჩვეულებრივად”-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ: 27 მაისს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში ანგარიშით წარდგება.
პრემიერ-მინისტრი პარლამენტში სხვა ფორმატებშც მიბრძანდება, მათ შორის, ივნისში არის მთავრობის წლიური ანგარიში, ასევე 29 მაისისთვის, ინტერპელაციის წესით, რომლითაც ფრაქციებს აქვთ მოთხოვნილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად