სერგი კაპანაძე: პრემიერის დუმილი არის კონკრეტული გზავნილი, რომ ბრმა თვალი და ყრუ ყური აქვს მიშვერილი პრობლემებისთვის

“ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული კრიმინალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრმა თავისი სიჩუმით დაადასტურა, რომ არის სერიოზული პრობლემა.

როგორც სერგი კაპანაძემ ტვ “პირველის” “დღის ამბებში” განაცხადა, ქვეყანაში კრიმინალური ფონი ყოველწლიურად იზრდებოდა და ახლა საგანგაშო პიკს მიაღწია.

“ამ ფონზე, როდესაც პრემიერი გამოდის და არაფერს ამაზე არ საუბრობს, ეს ნამდვილად არის კონკრეტული გზავნილი, რომ ბრმა თვალი და ყრუ ყური აქვს მიშვერილი პრობლემებისთვის, რაც ქვეყანაში არის. როდესაც პრემიერი მოდის ხოლმე პარლამენტში იშვიათად მაგრამ მაინც, ვესაუბრებით გაზრდილ კრიმინალზე და იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც თავის დროზე ივანიშვილმა შექმნა, ჩამოაყალიბა, რომ კრიმინალს გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ეს კრიმინალი იზრდება ბოლო წლების განმავლობაში და ბევრჯერ გვიკითხავს მისთვის, რას აკეთებს მის აღმოსაფხვრელად. ფაქტია, რომ არაფერს. ფაქტია, რომ არის კიდევ უფრო მზარდი, ტრაგიკული და როგორც ვხედავთ, თან სდევს მარტო ხელის დაფარებები და გამოძვრენები კი არა, ამას დაემატა ღრმა არაკომპეტენტურობა. სულ ახლახანს გავიგეთ, რომ რომელიღაც მოზარდის პირადი ცხოვრების კადრები გადაუციათ ადვოკატისთვის. ანუ ტელეფონიდან ამოიღეს და გადასცეს. არ ვიცი, შანტაჟი რამდენად იყო, მაგრამ როგორც მინიმუმ, არის ღრმა არაკომპეტენტურობა”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეკითხვაზე, რატომ ხდება ეს ყველაფერი, სერგი კაპანაძემ განმარტა, რომ “ქართული ოცნების” და კრიმინალური სამყაროს გარიგებას აქვს ადგილი ძირითადად იმის გამო, რომ კრიმინალურ სამყაროს ხელისუფლება ყველა არჩევნებზე იყენებს.

“ქართული ოცნების” და კრიმინალური სამყაროს გარიგებას აქვს ადგილი ძირითადად იმის გამო, რომ არჩევნების დროს იყენებს კრიმინალურ სამყაროს და იგივეს აპირებს მომდევნო არჩევნებზე. არ დაგავავიწყდეს, ვინ არიან ხოლმე საარჩევნო უბნებთან შეკრებილები, ვინ ატარებენ შეხვედრებს -კრიმინალური ავტორიტეტები, მათთან დაკავშირებული პირები, რომლებიც საარჩევნოდ აქტიურდებიან ხოლმე. ყველა არჩევნებზე ასე ხდება. მათ შორის, ის სპორტსმენებიც კლანურ სექტად რომ ჩამოყალინდნენ, რომლებიც ამ კრიმინალში არიან გარეულები და საარჩევნოდ არის ერთერთი დასაყრდენი ძალა ქართული ოცნების”. ამ არაფორმალურმა გარიგებებმა სუსი და კრიმინალები ერთად რომ მუშაობენ ოპოზიციის წინააღმდეგ, რათა “ქართულ ოცნებას” ხმები მოუტანონ, ამან გამოიწვია ასეთი მენტალიტეტის ჩამოყალიბება და ტრაგიკული ინციდენტების სიმრავლე”.- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად