სერგი კაპანაძე: “ოცნება” არჩევნებს აგებს და ეს 43% მათთვის იყო “დამოკლეს მახვილი”

“ოცნება” არჩევნებს აგებს და ეს 43% მათთვის იყო “დამოკლეს მახვილი”, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა სერგი კაპანაძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“ძალიან მარტივად არის საქმე. “ქართული ოცნება” ამ არჩევნებს აგებს. ერთადერთი შანსი დარჩათ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამოსულიყვნენ, რადგან 43% მათთვის იყო “დამოკლეს მახვილი”. ამიტომ იყო შეთანხმება მნიშვნელოვანი. ჩემი ინფორმაციით, შიდა კვლევაც ჩაატარეს და ცუდად აქვთ საქმე 30%-საც ვერ იღებენ. შესაბამისად, ხვდებიან, რომ მათი შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია. ამიტომ, მათ უნდათ ხელისუფლების შენარჩუნება და ივანიშვილის ბრძანების შესრულება.

მათ ფეხებზე დაიკიდეს (ბოდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ სხვანაირად ვერ ავხსნი) შეთანხმება. არ აინტერესებთ ევროკავშირი და ნატო. ამ შეთანხმების შესრულება ნატოს საბოლოო კომუნიკეში იყო ასახული, როგორც პირობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ამის მიუხედავად მაინც გამოვიდნენ შეთანხმებიდან”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კომენტარები
იტვირთება...