სერგი კაპანაძე: “ნაცმოძრაობა” არ გეგმავდა, არ გეგმავს და არ ფიქრობს რაიმე ძალისმიერ სცენარზე

"ნაციონალური მოძრაობა" არ გეგმავდა, არ გეგმავს და არ აპირებს რაიმე ძალისმიერ სცენარზე იფიქროს, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, ხელისუფლებას ურჩევნია ამ კუთხით წაიყვანოს დებატები.

"ხელისუფლებას ურჩევნია ამ მიმართულებით წაიყვანოს წინასაარჩევნო მდგომარეობა, იმიტომ რომ მას არ აქვს პასუხები მთავარ პრობლემებზე, რომელიც ქვეყნის შიგნით არის."

კითხვაზე მოუსმინა თუ არა იმ ჩანაწერს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, სერგი კაპანაძე განმარტავს: "რა ტქმა უნდა ჩანაწერს მოვუსმინე და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არის უნიჭოდ გაკეთებული კონფილაცია თან სუს-ის მიერ. ეს ჩანაწერი უნიათო იყო, სუს-იც უნიათოა, მონტაჟის გაკეთება ძალიან მარტივია და ამას დიდი კომპეტენცია არ მგონია სჭირდებოდეს, რატომ აკეთებს ხელისუფლება ამ ჩანაწერსო – ამ კითხვას როდესაც სვამთ, მარტივი მაგალითის მოყვანა შემიძლია. "ქართული ოცნება" ბოლო თვეები განმავლობაში საუბრობს იმაზე რომ იქნება უკეთესი ცხოვრება, იქნება გაზრდილი სოციალური დახმარებები და ა.შ. დღეა გამოქვეყნდა ბიუჯეტი, შიგ არ დევს გაზრდილი პენსია და გაზრდილი სოციალური დახმარება… ეს მაგალითად მოგიყვანეთ და არ გვსურს ამაზე დრო დავკარგოთ, მაგრამ მარტივი კითხვა მაქვს აი, ვიც ატყუებ?!" – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად