სერგი კაპანაძე მოსკოვში მიმდინარე აქციებზე: საქართველოს ხელისუფლებამ თქვა რამე?

“მოსკოვში უპრეცედენტო საპროტესტო აქციებია. 1300 ადამიანზე მეტი დააკავეს. იძალადეს მოქალაქეებზე და ოპოზიციის ლიდერებზე. დააკავეს ნავალნი, რომელიც, შესაძლოა მოწამლულიც იყოს. ეს ვანდალიზმი ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა შეაფასა როგორც ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. საქართველოს ხელისუფლებამ თქვა რამე? საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე ბოლო განცხადება 25 ივლისით თარიღდება. თუ იმიტომ არ ვაკეთებთ განცხადებებს, რომ რუსეთიც არ აკეთებს ხოლმე ჩვენთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე განცხადებებს?

ააა, არა, რუსეთი აკეთებს ხოლმე? აბა?  არ ვაღიზიანებთ, ესე იგი” -წერს სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად