სერგი კაპანაძე: მერაბიშვილისთვის ჩვენი კარი ღიაა თუ დახურული, ამაზე პასუხს არ გაგცემთ

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი არ პასუხობს კითხვას უნდათ თუ არა თავიანთ პარტიაში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ნახვა. კაპანაძე არც იმ კითხვას პასუხობს ღიაა თუ დახურული მათი პარტიის კარი.

“ამაზე გავეცით პასუხი, რომ არ გვინდა შესვლა მაგ დისკუსიაში მანამ, სანამ ვანო [მერაბიშვილი] თავად არ ჩამოყალიბდება. ჩვენი პოზიციის დაფიქსირება იქნება რაღაც ბიძგი, ზეწოლა… ეს ადამიანი იყო ამდენი ხანი ციხეში, გამოვიდა და თქვა, რომ მალე ვიტყვიო და დაველოდოთ”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კითხვაზე, ის მაინც თქვას, მათი პარტიის კარი დახურულია თუ ღია ვანო მერაბიშვილისთვის? – პასუხობს:

“არ გეუბნებით ამ კითხვაზე პასუხს. იმიტომ კი არა, რომ ან დაკეტილია ან ღია, არამედ იმიტომ, რომ თვითონ ჩამოყალიბდეს და დააფიქსიროს პოზიცია”, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

ამ დროს საუბარში “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ჩაერთო და თქვა:

“ავტომატური კარია, თუ მივიდა გაიღება”, – იხუმრა ხათუნა სამნიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად